წესები და პირობები

წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენება რეგულირდება სს ,,ბბ ლიზინგი“-ს (ს.კ. 406233534) მიერ
დადგენილი წესებითა და პირობებით.


ტერმინთა განმარტება:

  • ,,სალიზინგო კომპანია“, ,,ჩვენ (ი)“  - სს ,,ბბ ლიზინგი“;
  •  ,,მომხმარებელი“, ,,თქვენ(ი)“ -  ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციულ წარმონაქმნი, რომელიც იყენებს/გამოიყენებს  წინამდებარე ვებ-გვერდს;
  • ვებ-გვერდი: bbleasing.ge

 

 

გთხოვთ,  გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ სალიზინგო კომპანიის ვებ-გვერდი;

 

წინამდებარე ვებ-გვერდზე შესვლით ან/და დარეგისტრირებით თქვენ ეთანხმებით და ადასტურებთ ვებ–გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს, და ასევე ადასტურებთ, რომ თქვენთვის ცნობილია აღნიშნული წესებისა და პირობების შესაძლო პერიოდული ცვლილების/დაკორექტირების შესახებ; 

სალიზინგო კოპმანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, საკუთარი შეხედულებისამებრ მომხმარებლისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეიტანოს ცვლილებები და დამატებები წინამდებარე წესებსა და პირობებში;

წინამდებარე წესსა და პირობებში განხორციელებული ცვლილებები განთავსდება ვებ-გვერდზე.  

თქვენ მიერ ვებ-გვერდზე შემდგომი შესვლა ან ვებგვერდის შემდგომი გამოყენება ადასტურებს, რომ ეთანხმებით აღნიშნულ ცვლილებებს.

 

 

ზოგადი ნაწილი: 

მომხმარებელი უნდა იყოს ქმედუნარიანი,  არანაკლებ 22 წლის;

მომხმარებელი პასუხისმგებელია ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც განხორციელებულია ვებ- გვერდზე მისი სახელით;

მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე (ელ. ფოსტა, პაროლი და სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო მონაცემი);

მომხმარებელი პასუხს აგებს მის მიერ ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე;

ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა ობიექტი, მათ შორის: ლოგო/ები, დიზაინის ელემენტები, ტექსტი, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრაციები, პროგრამები და სხვა ობიექტები (შემდგომში „კონტენტი“) წარმოადგენს სალიზინგო კომპანიის საკუთრებას. ყველა უფლება ამ ობიექტებზე არის დაცული;

წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, იკრძალება: კონტენტი ან მისი ნებისმიერი ნაწილის კოპირება, გადამუშავება, გავრცელება, გამოქვეყნება, ჩამოტვირთვა, გადაცემა, გაყიდვა ან ნებისმიერი სხვა გზით გამოყენება, სალიზინგო კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სალიზინგო კომპანიამ გამოხატა თანხმობა ნებისმიერი მესამე პირის მიერ კონტენტი გამოყენებაზე;

სალიზინგო კომპანია არ არის პასუხისმგებელი, იმ ზიანზე, რომელიც მიადგებს მომხმარებელს მომხმარებლის ან სხვა მესამე პირის კომპიუტერს (ან მის რომელიმე ნაწილს) ან მობილურ მოწყობილობას, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდიდან ან ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულის / კავშირის გამოყენებით ნებისმიერი სახის ინფორმაციის ან / და პროგრამის ჩამოტვირთვისას;

სალიზინგო კომპანიის  ვებ-გვერდზე მითითებული გარკვეული ინფორმაციისათვის შესაძლოა დაგჭირდეთ შესაბამისი კვალიფიციური კონსულტაცია;

სალიზინგო კომპანიის  ვებ-გვერდზე მითითებული კონკრეტული პროდუქტები/მომსახურება რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

შესაძლებელია, რომ ვებ-გვერდის რომელიმე კონკრეტული გვერდი შეიცავდეს წინამდებარე წესებისაგან და პირობებისაგან განსხვავებულ დანაწესებს. მათ შორის კოლიზიის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება დანაწესებს.

მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს.

ვებ-გვერდის გამოყენება: 

ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების მიერ პირადი გამოყენებისთვის.


ვებ-გვერდის გამოყენებისას, მომხმარებლებს ეკრძალებათ უკანონო/თაღლითური ქმედება, ფალსიფიცირებული პროგრამის გამოყენება, ბილწი ან/და სიძულვილის ენით საუბარი, ან სხვა არასასურველი ინფორმაციის განთავსება/ გავრცელება, რაც შესაძლოა არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას ან/და ზიანს აყენებდეს სალიზინგო კომპანიის საქმიან რეპუტაციას.

ვებ-გვერდზე შესასვლელად გამოყენებული ნებისმიერი ტექნიკის/მოწყობილობის (ტელეფონი, კომპიუტერი და სხვა) გაუმართავობა წარმოადგენს მომხმარებლის ერთპიროვნულ რისკს.

იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდება ტექნიკური შეფერხების, ან/და სალიზინგო კომპანიისაგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით, სალიზინგო კომპანია არ არის პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.

რეგისტრაციისა და პაროლის გამოყენების დროს (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ სალიზინგო კომპანიამ შესაძლოა მოახდინოს რეგისტრაციის  დეაქტივაცია ან/და ერთპიროვნულად, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეწყვიტოს მომხმარებლის დაშვება ვებ-გვერდზე იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მხრიდან ადგილი აქვს წესებისა და პირობების დარღვევას.

 

შეთავაზების გამორიცხვა:

ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს საინვესტიციო, იურიდიულ, საგადასახადო ან სხვა სახის რჩევას და არ შეიძლება მასზე დაყრდნობა რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისას. თქვენ უნდა გაიაროთ შესაბამისი და კონკრეტული პროფესიული, კვალიფიციური კონსულტაცია ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე;

 

გარანტიები:

ყველა ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს წინამდებარე ვებ-გვერდი, მოწმდება და ახლდება ჩვენს მიერ  სისტემატურად, თუმცა აღნიშნული წატრმოადგენს ჩვენს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას.


ნებისმიერი დათარიღებული ინფორმაცია გამოქვეყნებულად ჩაითვლება მასზე მითითებული თარიღიდან, ხოლო, თუ თარიღი არ არის მითითებული – ვებ-გვერდზე პირველად განთავსების თარიღიდან.

 

 

ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას: 

ინფორმაციის სიზუსტის, დროულობის, სისრულის ან თანამიმდევრულობის, ან ინფორმაციის გამოყენებით მიღებულ შედეგებთან დაკავშირებით;


არ არსებობს გარანტია, რომ ვებ-გვერდი იმუშავებს უწყვეტად, შეცდომების გარეშე.

 

პასუხისმგებლობის შეზღუდვა: 

სალიზინგო კომპანია არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის შინაარსის სიზუსტეზე, მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია. აღნიშნული არ წარმოადგენს დადასტურებას და გარანტიას, რომ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია არის ზუსტი, უტყუარი და შესაფერისი მისი ნებისმიერი გამოყენებისთვის. შესაბამისად, ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება სრულად წარმოადგენს მომხმარებლის პირად რისკს და სალიზინგო კომპანია არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით დამდგარ ზიანზე. წინამდებარე დათქმა არ ეხება სალიზინგო კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილებს.

ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს დაპირებას მომსახურებაზე/პროდუქტზე ან რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობით სალიზინგო კომპანიის  შებოჭვის საფუძველს.

სალიზინგო კომპანია არ აგებს პასუხს ვებ-გვერდის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე, დანაკარგზე, თუნდაც მომხმარებლის მხრიდან ტექნიკური შეფერხების, ოპერაციის გაუქმება/შეჩერების, კომპიუტერული ვირუსის, ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში.

ვებ-გვერდზე წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. სალიზინგო კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებზე, თუ ვებ-გვერდის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები არაა ხელმისაწვდომი თქვენთვის.

წინამდებარე ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი. იგი მიიჩნევა სანდოდ, მაგრამ ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას მის სისრულეზე, დროულობაზე და სისწორეზე. მომხმარებელი ეცნობა, იყენებს და ენდობა ამ ინფორმაციას მხოლოდ საკუთარი რისკით.

ინფორმაციის დაცვა:

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს და შენახულ იქნეს სალიზინგო კომპანიის მიერ.   „თქვენს ინფორმაციაში“ -  იგულისხმება პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ  ვიღებთ თქვენგან.

სალიზინგო კომპანიის მიერ თქვენი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს თქვენთვის მომსახურების გაწევისთვის, შეფასებისა და ანალიზისთვის.  ჩვენს მიერ არ მოხდება აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მესამე პირებზე,  გარდა კანონმდებლობითა განსაზღვრული შემთხვევებისა.

ყველა სხვა შემთხვევაში დაცული იქნება ინფორმაციის კონფიდენციალობა.

 თუ თქვენ მიერ მოწოდებული იქნება ან უკვე მოწოდებულია თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი ან სხვა პირადი მონაცემები, ისინი შეინახება ჩვენს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ვებ-გვერდის ზოგიერთი ფუნქციის გამოსაყენებლად შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს რეგისტრაცია, რისთვისაც თქვენი მხრიდან ხდება გარკვეული სახის პირადი ინფორმაციის მოწოდება, როგორიცაა: თქვენი სახელი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა, სამუშაო ადგილი, ტელეფონის ნომერი ან სხვა ინფორმაცია. რეგისტრაციის პროცესში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ და შეინახოთ, შეცვალოთ ან წაშალოთ პირადი მონაცემები,  ასევე შეგიძლიათ პაროლის შეცვლა ნებისმიერ დროს. სალიზინგო კომპანია უფლებას იტოვებს ჩაიწეროს ან/და მონიტორინგი გაუწიოს ჩვენ შორის განხორციელებულ სატელეფონო ზარებს, იმისათვის რომ მოხდეს ინსტრუქციების გადამოწმება და დაზუსტება იმისა, რომ ვაკმაყოფილებთ ჩვენი მომსახურების სტანდარტებს.
ამასთან, ჩვენი მხრიდან დაუშვებელია კლიენტის კომპიუტერში არსებულ ფაილების პირის მიერ ინტერნეტით სარგებლობის მონიტორინგისათვის გამოყენება.

ინტელექტუალური საკუთრება:

ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება სს ,,ბი ეიჩ ელ ლიზინგი“-ს საავტორო უფლება.

სალიზინგო კომპანიის საავტორო  და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე ვებ-გვერდსა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).

ინტელექტუალური საკუთრების ვებ-გვერდზე მითითება არ ნიშნავს მომხმარებლისათვის მის გამოყენებაზე ლიცენზიის მინიჭებას. ვებ-გვერდიდან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გადმოწერა, ან ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად და ისჯება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

არცერთი ჩანაწერი წინამდებარე წესებისა და პირობებისა მომხმარებელს არ ანიჭებს უფლებას სალიზინგო კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე.

კონფიდენციალურობის დაცვა: 

სალიზინგო კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სალიზინგო კომპანია მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია სალიზინგო კომპანიისგან მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე.

სალიზინგო კომპანიის მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენი წინასწარი თანხმობით, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

სალიზინგო კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, სალიზინგო კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების სალიზინგო კომპანიისთვის მიწოდების დროს.


კონფიდენციალობის მიზანია განგიმარტოთ როგორ გამოიყენება და შეინახება ის პერსონალური ინფორმაცია, რომლის გაზიარებასაც თქვენ ახდენთ ჩვენთვის წინამდებარე ვებ-გვერდის საშუალებით.
კონფიდენციალური ინფორმაციის სალიზინგო კომპანიისათვის მიწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ მოახდინოს ისეთი ავტომატური საშუალებების გამოყენება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სალიზინგო კომპანიის უსაფრთხოებასა და დაცულობას.

კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული დებულებები არ არის უპირატესი იმ წესსა და პირობებთან მიმართებით, რომლებიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას. აღნიშნულ ნორმებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ვებგვერდის გამოყენების წესსა და პირობებს.

რაიმე შეკითხვის ან კომენტარის არსებობის შემთხვევაში წინამდებარე ვებ-გვერდის, შეთანხმების ან კონფიდენციალურობის თაობაზე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ან ელექტრონული ფოსტით წინასწარ განსაზღვრული ფორმის გამოყენებით ან წერილის გამოგზავნით ჩვენს რეგისტრირებულ მისამართზე, რომელიც მითითებულია ვებ-გვერდზე.
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ იმ შემთხვევაშიც, თუ არ გსურთ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია 



ვებ-გვერდზე მითითებული ბმულები: 

სალიზინგო კომპანია უფლებამოსილია ვებ-გვერდზე მიუთითოს ბმულები, მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.

მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება სალიზინგო კომპანიის კონტროლს, ხოლო მათზე მოცემული პროდუქტებისა და შინაარსის სიზუსტე არ წარმოადგენს სალიზინგო კომპანიის პასუხისმგებლობის საგანს. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე.





მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია: 

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმის განხილვა ხდება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაადგენილი წესით.

წინამდებარე წესებისა და პირობების კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს მთლიანად წესებისა და პირობების სხვა დათქმების ბათილობას.


წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, ცხოვრობთ ან საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, და ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებს ექსკლუზიური იურისდიქცია ექნებათ ნებისმიერი საქმეზე ან დავასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ვებ-გვერდიდან.


ვებ-გვერდის გაცნობისას თავად იღებთ პასუხისმგებლობას  მისი გამოყენების შესაბამისობაზე ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო კანონებთან და მსგავსი იურისდიქციის პირობებში ვებ-გვერდის გამოყენება ხდება თქვენი რისკით.



მომხმარებლის დაცვა:


მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ პრეტენზია ზეპირი, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მომხმარებელს ეცნობება წერილობით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით (სატელეფონო, ციფრული, ელექტრონული და სხვა.).

პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება განმცხადებლის მომართვისა და იდენტიფიკაციიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.


საკონტაქტო ინფორმაცია: 

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის #1 ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: leasing@bb.ge


კითხვების არსებობის შემტხვევაში დაგვიკავშირდით საინფორმაციო ცენტრში: 032 2 922 922