როგორ ვისარგებლოთ შეღავათიანი აგროლიზინგით?
10/06/2019შეღავათიანი აგროლიზინგი აგრობიზნესის შესაძლებლობაა ჩაერთოს ‘’სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს’’ თანადაფინანსების პროგრამაში APMA, მიიღოს დაფინანსება მანქანა-დანადგარების შესაძენად და განავითაროს საქმიანობა.
‘’ბი ეიჩ ელ ლიზინგის’’ აგროლიზინგით შესაძლებელია ახალი და არსებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსება მანქანა-დანადგარებით, მათ შორის:
· გადამამუშავებელი საწარმოები;
· ინფრასტრუქტურული საწარმოები;
· პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები.
შეღავათიანი აგროლიზინგის უპირატესობები:
აგროლიზინგით ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 12 %. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.
‘’ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ აგროლიზინგის ფარგლებში შეისყიდის თქვენს მიერ შერჩეულ მანქანა-დანადგარს და გადმოგცემთ სარგებლობის უფლებით, ვადის ბოლოს აქტივი თქვენს საკუთრებაში დარჩება.
აგროლიზინგით სარგებლობის პირობები:
ლიზინგის მოცულობა |
20 000-1 500 000 (სესხი+ლიზინგი) |
ვალუტა |
ლარი |
თანამონაწილეობა |
20% დან/ განიხილება ინდივიდუალურად |
საპროცენტო სარგებელი |
20% -21% (სააგენტო აფინანსებს 12%) |
ვადა (თვე) |
3- 66 თვემდე |